რუსთავში, შარტავას გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 თვის ჩვილი ემსხვერპლა.
ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს “ჰონდას” და “მერსედესის” მარკის ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ოთხი ადამიანი, მათ შორის დაღუპული ჩვილის დედა, მამა და ასევე მცირეწლოვანი ძმა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.