რუსთავში დედა-შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს და სიდედრს იმ დროს ესროლა, როდესაც ისინი ქუჩაში ეტლით, ჩვილ ბავშვთან ერთად გადაადგილდებოდნენ.
ბავშვი ამჟამად მედიკოსებთან იმყოფება.
მამაკაცი დაკავებულია.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.