რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი მოკლეს.
როგორც ცნობილია, ორივე მოკლული ქალია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
Front News-ის ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
როგორც Front News-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა.