spot_img
spot_imgspot_img
spot_img

რუსუდან თევზაძემ და ქეთევან ბაკარაძემ განათლებისა და კულტურის პლატფორმის ფარგლებში შეხვედრა გამართეს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა რუსუდან თევზაძემ და ქეთევან ბაკარაძემ განათლებისა და კულტურის პლატფორმის ფარგლებში ფოლკლორის მიმართულებით მომუშავე აკადემიურ წრეებთან, მოცეკვავეებთან, მომღერლებთან და ქორეოგრაფებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

 

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ამ სფეროში არსებული პრობლემები, ასევე წარმოადგინეს რეკომენდაციები და მოსაზრებები არსებული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით. კერძოდ: 

 

სახელმწიფოს მხრიდან ფოლკლორული ანსამბლების დაფინასების საკითხებთან დაკავშირებით მიდგომების ცვლილების აუცილებლობა;

ფოლკლორული ანსამბლების მხრიდან დადგენილი სასწავლო გადასახადების შეუსაბამობა მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობასთან, რაც აუცილებელს ხდის აღნიშნული პრობლემის დარეგულირების მექანიზმების შემუშავების საჭიროებას მოსახლეობის  სასარგებლოდ;

სასკოლო სახელოვნებო (ფოლკლორული) მიმართულების გაძლიერება სოციალიზაციისა და მოზარდებში დანაშაულის პრევენციის მიზნით, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის უზრუნველსაყოფად;

 

შშმ პირებისთვის სპეციალური ადაპტირებული პროგრამების შემუშავება და დანერგვა სკოლებში ქორეოგრაფიის მიმართულებით,  რომლებიც ხელს შეუწყობს შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და სოციალიზაციის პრობლემების აღმოფხვრას;

 

ქორეოგრაფებისა და ლოტბარების პედაგოგად აღიარების მიზნით დღეისათვის არსებული ბარიერებისა და წინააღმდეგობების (მათ შორის საკანონმდებლო) აღმოფხვრა;

 

ფოლკლორის რეგიონული დეცენტრალიზაციის პრობლემების მოგვარება;

 

ფოლკლორის განვითარებისთვის აუცილებელი შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ანსამბლების საჭირო რაოდენობის ინსტრუმენტებით დაკომპლექტების უზრუნველყოფა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები