რუსული მედიის ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი მოსკოვში იმყოფება.
“ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში ჩავიდნენ. რუსეთმა, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მათ თავშესაფარი მისცა“, – წერს რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით.
სირიის პრეზიდენტი ქვეყნიდან დღეს მას შემდეგ გაიქცა, რაც ამბოხებულებმა დამასკო დაიკავეს.
“როიტერმა” დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასადი შესაძლოა, ავიაკატასტროფაში დაღუპულიყო, რადგან მისი თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა.