spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსული მედიის ცნობით, რუსეთში აშშ-ის ელჩად შესაძლოა, რიჩარდ ნორლანდი დაინიშნოს

აშშ-მა რუსეთში ელჩად შესაძლოა, რიჩარდ ნორლანდი დანიშნოს, რომელიც წარსულში საქართველოში აშშ-ის ელჩად მსახურობდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა “კომერსანტი“ ავრცელებს.

69 წლის რიჩარდ ნორლანდი ამჟამად ლიბიაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად მუშაობს. აღნიშნულ თანამდებობაზე ის დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, 2019 წელს დაინიშნა. ის საქართველოში ელჩად 2012 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ივლისამდე მსახურობდა. ასევე ხელმძღვანელობდა საელჩოებს ლიბიასა და უზბეკეთში, იყო აშშ-ის ელჩის მოადგილე ავღანეთსა და ლატვიაში.

ამასთან, როგორც „კომერსანტი“ წერს, რუსეთიდან აშშ-ში ელჩის თანამდებობაზე განიხილება ალექსანდრ დარჩევი, რომელიც რუსეთის საგარეო უწყებაში ჩრდილოეთ ამერიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და კანადაში რუსეთის ყოფილი ელჩია.

ერ-რიადში 18 თებერვალს გამართული რუსულ-ამერიკული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ მოსკოვსა და ვაშინგტონში, საელჩოებში თანამშრომელთა რაოდენობის აღდგენაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი და აშშ შეთანხმდნენ მოსკოვსა და ვაშინგტონში ელჩების სწრაფი დანიშვნის უზრუნველყოფაზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები