კიევი: რუსულმა გემებმა ქერჩის სრუტეში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების გემების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ორი სამხედრო მოსამსახურე.
უკრიანის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების პრესსამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის გახსნის შემდეგ კატერმა მართვა დაკარგა. ბორტზე დაჭრილები იმყოფებიან, რომელთა დასახმარებლად შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა სამი უკრაინული გემი მიიტაცეს და ამ დროისთვის ისინი ბუქსირით გადაჰყავთ.
იქამდე ცნობილი გახდა, რომ ქერჩის სრუტისკენ მიმავალი უკრაინული გემების შესაჩერებლად რუსეთმა სამხედრო ვერტმფრენები გააგზავნა.
დღეს დილით რუსული ხომალდი უკრაინულ ბუქსირს მაშინ დაესხა თავს, როდესაც უკრაინული ხომალდები ოდესიდან მარიუპოლში გადაადგილდებოდნენ იმის მიუხედავად, რომ გასვლის შესახებ რუსული მხარე გაფრთხილებული იყო.