spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სააკაშვილის მომხრეებს მესაზღვრეების ცემისთვის 15-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ

კიევი: ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს უკრაინელი მესაზღვრეებისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების გამო თავისუფლების 15 წლით აღკვეთა ემუქრებათ. ამის შესახებ Front News-ს სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა ოლეგ სლობოდიანმა განუცხადა.

 

“ამჟამად გამომძიებლები მუშაობენ. სწავლობენ ყველა მასალას ამ საქმეზე. შესაბამისად დადგენილი იქნება ყველა პირი, შემდეგ უკვე გასაგები იქნება, ვის რამდენი ემუქრება. მაგრამ მათ, ვინც სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, ვინც იყო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ორგანიზატორი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება. თუ არ ვცდები, ეს არის სისხლის სამართლის 348-ე მუხლი, რომელიც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს”, – განაცხადა სლობოდიანმა.

 

მისივე თქმით, სამედიცინო დახმარებას 10 მესაზღვრემ მიმართა, რომლებიც შეტაკებისას დაშავდა.

 

10 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე სასაზღვრო კონტროლის გავლის გარეშე აღმოჩნდა. ის საზღვარზე მხარდამჭერებმა გადაიყვანეს, რომლებმაც კორდონი გაარღვიეს. ამას წინ უძღოდა მესაზღვრეებსა და აქტივისტებს შორის შეტაკება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები