თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა დაიწყო. ნიკა გვარამია უკვე სასამართლოს დარბაზშია. მას ახლობლები და მეგობრები ტაშით შეხვდნენ.
საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით.
დღეს პირველი სხდომაა, სადაც მეორე ინსტანცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვას იწყებს.
სხდომას ესწრება ჩეხეთის ელჩი საქართველოში.