spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია

ცესკოს სხდომაზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაითვალეს. შედეგების თანახმად, საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. ის ერთადერთი კანდიდატი იყო.

ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.

სრულად დათვლილი 225 ბიულეტენიდან საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა მხარი დაუჭირა მიხეილ ყაველაშვილს, ხოლო ერთი ბიულეტენი იყო ბათილი. ადა მარშანიამ, რომელიც საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კვოტით არის წარმოდგენილი, განაცხადა, რომ ყაველაშვილს მხარს არ უჭერს.

საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი პირველად, არაპირდაპირი წესით აირჩია.

საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები