spot_img
spot_imgspot_img
spot_img

საბა ბუაძე – ამასობაში, “ქართულმა ოცნებამ” მორიგი “ცეხი” შექმნა და ხელმძღვანელიც აირჩიეს

თბილისის საკრებულოს „ლელოს“ ფრაქციის ხელმძღვანელი საბა ბუაძე ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნას ეხმაურება.

 

მისი თქმით, პროცესი 12 პუნქტის მოთხოვნების შესრულებად ვერ ჩაითვლება.

 

“ამასობაში, “ქართულმა ოცნებამ” მორიგი “ცეხი”, სსიპ ანტიკორუფციული ბიურო შექმნა და მისი ხელმძღვანელიც აირჩიეს, რომელსაც ღარიბაშვილი შეხვდა.

 

სინამდვილეში, ამას არაფერი აქვს საერთო იმ მოთხოვნასთან, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციაში ეწერა, შესაბამისად ეს პუნქტიც ალბათ ვერ ჩაითვლება შესრულებულად.

 

ისე რამხელა ცინიზმია, როცა ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე “კახელების კლანის” თავი ნიშნავს“,  – აცხადებს საბა ბუაძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები