spot_img
spot_imgspot_img
spot_img

საბა სხვიტარიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი საბა სხვიტარიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ სასამართლოს დარბაზში მყოფთა აღშფოთება გამოიწვია.

ისმოდა შეძახილები, როგორც მოსამართლის, ასევე პროკურორის მისამართით.

სხვიტარიძის ახლობლების განცხადებით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს, რაც მისი დანაშაულზე მიუთითებს.

საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს. აღნიშნული კი თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები