spot_img
spot_imgspot_img
spot_img

საბა სხვიტარიძის პროცესის შემდეგ სასამართლოსთან პოლიციამ ერთი პირი დააკავა

“მონა ედიშერაშვილი” – ამ შეძახილების ფონზე მოუწია სასამართლოს დატოვება დაკავებული საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესზე დაკითხულ გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილს.

მას საბა სხვიტარიძის ახლობლები დაუპირისპირდნენ და სასამართლოს დასრულების შემდეგ შენობის დატოვება პოლიციის დახმარებით მოუწია.

სამართალდამცველებმა ერთი პირი გიორგი ჩხეიძე დააკავეს.

დღევანდელ პროცესზე  ორმა მოწმემ მისცა ჩვენება.

საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს. აღნიშნული კი თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები