spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

 

“გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურების გავლისას, წინასწარი საბაჟო დეკლარაციით დაადეკლარირა, მხოლოდ 59 886 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა სახის ტანსაცმელი, რა გზითაც დამალა დამატებით 31 763 ლარისსაბაჟო ღირებულების საქონლის არსებობის ფაქტი და თავი აარიდა საბაჟო მოსაკრებლების გადახდას.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები