spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საბერძნეთის პრემიერი – მხოლოდ ერთი გზავნილი კრემლს: ვერ შეგვაშინებთ, გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, რომელიც ოდესაში რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს იმყოფებოდა, განაცხადა, რომ კრემლი ვერ შეძლებს უკრაინის პარტნიორების დაშინებას. ამის შესახებ მან ევროპის სახალხო პარტიის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ბუქარესტში გაიმართა.

 

“კრემლის მიმართ მხოლოდ ერთი გზავნილი უნდა გვქონდეს: თქვენ ვერ შეგვაშინებთ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და მისი დიდებული მოქალაქეების მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით სრულიად ერთიანები ამ გადაწყვეტილებაში“, – განაცხადა მიცოტაკისმა.

 

მისივე თქმით, ევროკავშირი იძლევა მკაფიო სიგნალს, რომ ევროპა არასოდეს მიიღებს საერთაშორისო სამართლის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და საზღვრების ძალისმიერ ცვლილებას.

 

რუსეთმა ოდესას 6 მარტს იმ დროს დაარტყა, როდესაც იქ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები