spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საბერძნეთში ძარცვის და გამოძალვის ბრალდებით ქართველები დააკავეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში ძარცვის და გამოძალვის ბრალდებით ქართველები დააკავეს.

 

7 დაკავებულს შორის ერთ-ერთი ე.წ კანონიერი ქურდია, რომელსაც ბოლო 7 წლის განმავლობაში ინტერპოლი ეძებდა.

 

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს.

 

გახსნილია სახლისა და საწყობის 35 ძარცვა, ერთი ყაჩაღობა და გამოძალვის ორი ფაქტი. წაღებულია სულ მცირე, 200 000 ევროზე მეტი.

 

ამოღებულია პისტოლეტი, რევოლვერი, რამდენიმე ვაზნა, ცეცხლსასროლი იარაღი, ქურდობის იარაღები, გასაღებები, საკეტები და კარების სახელურები, ელექტრონული მოწყობილობები, ნახატები, სამკაულები, მაჯის და ჯიბის საათები და ა.შ.

 

გამოძიება მათი დანაშაულებრივი ქმედების სრული მასშტაბის დასადგენად გრძელდება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები