საბერძნეთის ჩრდილოეთით სამგზავრო მატარებელი სატვირთო მატარებელს შეეჯახა.
მეხანძრეების ცნობით, სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა, მათგან 25 მძიმე მდგომარეობაშია.
შეჯახების შედეგად რამდენიმე ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა, სამში კი ხანძარი გაჩნდა. სარკინიგზო ოპერატორი Hellenic Train-ის ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელში 350 ადამიანი იმყოფებოდა.