spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საბერიოში ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს ბავშვების მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ. ბებიას კი ღუმლის ანთებისას ბენზინი ნავთში აერია, რის შედეგადაც სახლს ცეცხლი მოედო.

არსებული ინფორმაციით, ადგილზე ვერ მოხერხდა სახანძროს მისვლაც.

ბავშვები, რომელთაგან ყველაზე უფროსი 8 წლისაა, უმცროსი კი ერთი წლის, ადგილზევე დაიღუპნენ.

დაშავებული ქალი გალის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები