რუსეთის მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი რუხის კლინიკიდან ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმის თქმით, პაციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს. როგორც ექიმმა განაცხადა, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია.
“პაციენტი გადმოყვანილი იქნა რუხის კლინიკიდან დამწვრობებით სახისა და წინ მხარის არეში. შემოსვლისას პაციენტის მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, კონტაქტური, ადეკვატური, აღენიშნება დამწვრობითი ჭრილობები, ჩაუტარდა ჭრილობების დამუშავება. ამჟამად მდგომარეობა რჩება საშუალო სიმძიმის, სტაბილური. მკურნალობას განაგრძობს ქირურგიულ განყოფილებაში”, – განაცხადა ექიმმა ზურაბ წულაიამ.
სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას ღუმლის ანთებისას ბენზინი ნავთში აერია, რის შედეგადაც სახლს ცეცხლი მოედო.