საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
“მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ხანძრის შედეგად დაღუპულებს ხვალ, 9 იანვარს დაკრძალავენ.
ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი 5 იანვარს ემსხვერპლა.