spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ბორჯომში მწერალ ნათია ჯაგოდნიშვილის წიგნის განხილვა გაიმართა

საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ბორჯომის საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელის ნაირა ამანათაშვილის ინიციატივით, მწერალ ნათია ჯაგოდნიშვილთან შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე ნათია ჯაგოდნიშვილის წიგნი “შეცდომა” განიხილეს, რომელშიც  ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელები მონაწილეობდნენ. 

 

რომანი გვიყვება სტუდენტი გოგონას შესახებ, რომლის ცხოვრებაც ერთი კონკრეტული ნაბიჯის შედეგად რადიკალურად იცვლება, თავის რჩეულს იგი არ უყვარს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი ერთად იწყებენ ცხოვრებას. წყვილი დაძაბულია, მით უფრო, როცა მათ შორის სიყვარული ცალმხრივია.

 

შეხვედრის დასასრულს მწერალმა თავისი შემოქმედებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები