spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ გამოვაცხადებთ, შეიძლება, ოპონენტების გარკვეულ ნაწილს არ მოეწონოს” 

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარტიის პოლიტსაბჭომ ოპოზიციის მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ჯერჯერობით დეტალებზე არ ისაუბრეს.

მისი თქმით, საკითხზე კიდევ ერთხელ 2 თებერვალს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელებენ და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ გამოაცხადებენ.

"სამწუხაროდ, მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების პროექტის შესახებ გითხრათ, რადგან ამ პროექტს სჭირდება ხვალ უმრავლესობის ასეთივე პოზიციის დაფიქსირება ან მისივე უარყოფა. თუ ჩვენ ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად ჩამოვყალიბდით პოზიციაზე, ეს ასევე უნდა აისახოს საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებაში. ჩვენ საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებას ხვალ, სხდომის შემდეგ გამოვაცხადებთ.

შეიძლება, ჩვენი ოპონენტების გარკვეულ ნაწილს არ მოეწონოს ის გადაწყვეტილება თუ იგივე დარჩა, რაც იქნება გამოტანილი საბოლოო ჯამში. ბოლო პერიოდის განმავლობაში, იმის საპირისპიროდ, რასაც ვხედავთ ჩვენ ტელეეთერებში, ისინი ძალიან გაგულისებული, ხმამაღალ ტონში საუბრობდნენ, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მათი უფლებამოსილება, ამის საპირისპირო მოქმედებებს ვხედავდით. გამოჩნდა, რომ ნერვიულობა იყო და არის ძალიან დიდი იმ ოპოზიციურ პარტიებში, რომლებიც დაჟინებით ითხოვენ, რომ შეუწყდეთ უფლებამოსილება", – განაცხადა მდინარაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები