spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საბჭოთა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სიმბოლური გარბენი მოაწყვეს

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე დაღუპული იუნკერები გაიხსენეს. ახალგაზრდებმა კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, სიმბოლურად, 1921-მეტრიანი გარბენი მოაწყვეს და მემორიალთან მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტებმა შემორჩენილი სანგრებიც დაათვალიერეს და 1921 წლის საბრძოლო მოქმედებების შესახებ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო ისტორიკოსის გიორგი ბერიძის ლექცია მოისმინეს.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერების ჩართულობით ღონისძიება საბჭოთა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები