spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სადგურის მოედანთან, მიწისქვეშა ბაზრობაზე დასაქმებულები აქციას მართავენ

სადგურის მოედანთან, მიწისქვეშა ბაზრობაზე დასაქმებულები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ მათი საიჯარო გადასახადი მუდმივად იზრდება, ბაზრობის ზედა ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები საქონელს შედარებით ნაკლებ ფასად ყიდიან, ბაზრობაში მომუშავეები კი ღარიბდებიან. მათი თქმით, დახმარების თხოვნით თბილისის მერიას რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. 

 

მოვაჭრეებმა დღეს გზის გადაკეტვაც სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

 

“გადასახადები მოგვიმატეს, ჩვენც ბანკის ვალები გვაქვს, გავკოტრდით უკვე ფიზიკურად. რამდენჯერაც დავრეკე მერიაში, მპასუხობენ, რომ თქვენი ზარის მეტი არ შემოდის არაფერი. ცრემლები მომდის უკვე, რა გავაკეთო. გარევაჭრობა თუ დაუშვებელია, ხომ შეიძლება მაშინ არ დაუშვან?”, – განაცხადა აქციის მონაწილემ. 

 

მოვაჭრეების თქმით, სამი თვეა, მათ უკვე ნორმალურად არ უვაჭრიათ.

 

“ვიხდით იჯარას კეთილსინდისიერად, იანვარი, თებერვალი, მარტი, საერთოდ არ გვივაჭრია არაფერი, იმიტომ, რომ ზემოთ გაშლილია ბაზრობა, ყიდიან და ყიდიან, ვინ ჩამოვა ქვემოთ, ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეწყო აქცია. მთავრობამ იზრუნოს ჩვენზე, მოვიდნენ და პასუხი გაგვცენ, ან საგადასახადომ დაუწიოს გადასახადს, თუ არა და ჩვენც გამოვალთ ბაზრობის წინ, გავშლით და ვივაჭრებთ ასე, გადავკეტავთ გზას, როდემდე ასე”, – განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები