spot_img
spot_imgspot_img
spot_img

სადიგოვი – საქართველოში დამაკავეს დიქტატორ ალიევის შეკვეთით და დიქტატურის გზაზე ახლადშემდგარი კობახიძის აღსრულებით

საქართველოში დამაკავეს დიქტატორ ალიევის შეკვეთით და დიქტატურის გზაზე ახლადშემდგარი კობახიძის აღსრულებით, – ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, კობახიძე ალიევს ჰყავს დამოკიდებულ ვითარებაში ჩაყენებული.

“დიქტატორ კობახიძეს და ასევე, განგსტერ ივანიშვილს ბედმა არ გაუღიმა იმიტომ, რომ თქვენნაირი მედიის წარმომადგენლები ჰყავთ საქართველოში.

ასევე მადლიერი ვარ იმისათვის, რომ ჩემთან დაკავშირებულ ამბებს ყოველთვის დღის წესრიგში აყენებდით და საზოგადოების ყურადღების ცენტრში ამყოფებდით.

ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს უფლებადამცველებს, ადვოკატებს და სოციალური სამართლიანობის ცენტრს. მიუხედავად ახალგაზრდობისა, ისინი ძალიან პროფესიონალები არიან.

საქართველოში თუ ვინმეს შეექმნება პრობლემები უსამართლობასთან დაკავშირებით მათი ხსნის გზა სწორედ სოციალური სამართლიანობის ცენტრი გახლავთ. უსასრულო იქნება სია იმ ადამიანების თუ ორგანიზაციების მიმართ, რომლებსაც ჩემგან მადლობა ეკუთვნით.

საქართველოში დამაკავეს დიქტატორ ალიევის შეკვეთით და დიქტატურის გზაზე ახლადშემდგარი კობახიძის აღსრულებით. კობახიძე ალიევს ჰყავს დამოკიდებულ ვითარებაში ჩაყენებული – ის ვალებს ჩამოაწერს მას”, – განაცხადა სადიგოვმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ 16 აპრილს გაათავისუფლეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები