spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“საერთაშორისო პარტნიორების უპატივცემულობა მათ არ შერჩებათ არავითარ შემთხვევაში, არც ბორელის ლანძღვა შერჩებათ”

იმედია, ოპოზიცია ხვალისთვის მაინც შეიცვლიან დამოკიდებულებას, რადგან მათ არავითარ შემთხვევაში არ შერჩებათ საერთაშორისო პარტნიორების უპატივცემულობა, არც ბორელის ლანძღვა, არც ის, რომ პირობებს არღვევენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები რაციონალური დამოკიდებულებით არ გამოირჩევიან იმ შეთანხმების მიმართ, რომელსაც ხელი უნდა მოაწერონ.

"ერთხელ მაინც თუ გამოავლენენ რაციონალურ მიდგომას და ეს ნარატივი, ეს მესიჯები, რითაც ისინი საუბრობენ, არის კიდევ ერთი გამოხატულება, რომ რაციონალურად არც ფიქრობენ და არც საუბრობენ, დღეს ეს ასე ყოფილა, მე არ ვიცოდი, იმედია, ხვალისთვის მაინც შეიცვლიან დამოკიდებულებას, რადგან საერთაშორისო პარტნიორების უპატივცემულობა მათ არ შერჩებათ არავითარ შემთხვევაში, არც ბორელის ლანძღვა შერჩებათ, არც ის, რომ აქ პირობებს არღვევენ და არც ის შერჩებათ, რომ რაციონალური დამოკიდებულებით არ გამოირჩევიან იმ შეთანხმების მიმართ, რომელსაც მათ ხელი უნდა მოაწერონ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ხისტი განცხადებები შეთანხმებას ხელს არ შეუშლის.

„არავითარ შემთხვევაში, პირიქით, ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები