spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

 

“გაცნობებთ, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მომატება. ასევე გარკვეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რის გამოც, იზრდება  ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.  

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. 

 

გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.  

 

დაკვამლიანების ან  ცეცხლის  შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ  შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები