საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავში ავტოსაგზაო შემთხვევას უცხო ქვეყნის მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი ჯერ მსუბუქ მანქანას, შემდეგ კი მიკროავტობუსს შეეჯახა.
32 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა. დაშავდა 7 მგზავრი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.