საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში 60 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
გარდაცვლილს პირველადი დათვალიერებით დაზიანებები აღენიშნებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოგვიანებით გაირკვა, რომ მას თანასოფლელი ტრაქტორით დაეჯახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.
ტრაქტორის მძღოლი უკვე იდენტიფიცირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.