საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისის მიმართულებით მოძრავი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ „მერსედეს ვიტოს“ მარკის ავტომანქანას შეეჯახა.
შედეგად ადგილზე გარდაიცვალა “ტოიოტას” მძღოლი, რამდენიმე ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.