spot_img
spot_imgspot_img
spot_img

საგარეჯოში “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაარბიეს

საგარეჯოში “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაარბიეს. შემთხვევის დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა. 

 

ჩამტვრეულია შენობის შიდა მინები, დალეწილი და განადგურებულია საოფისე ტექნიკა და ავეჯი.

 

“როგორც გვაქვს ინფორმაცია, სამოცამდე კაცი შემოვარდნილა ოფისში. პარტიის ოფისი ცენტრშია და 200 მეტრში არის პოლიცია. ვფიქრობთ, რომ ამ ვანდალურ ფაქტს მწვანე შუქი ხელისუფლებიდან აუნთეს“, – აცხადებს პარტიის საგარეჯოს ორგანიზაციის წევრი გარი ბუხნიკაშვილი.

 

ბუხნიკაშვლის ვერსიით, „შესაძლოა, შემთხვევა „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლების მიერ ხელისუფლების ხელშეწყობით განხორციელებულ შურისძიებას უკავშირდება“, რადგან გუშინ „კონსერვატიული ორგანიზაციის“ საგარეჯოს ოფისის გაუქმებას საპროტესტო აქციაზე, სხვებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობაც“ ითხოვდა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები