spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საგარეო საქმეთა სამინისტრო – ამ დროის მონაცემებით, ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამ დროის მონაცემებით, ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

 
“ისრაელში საქართველოს საელჩო ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა ვაგრძელებთ კონტაქტს მოქალაქეებთან და ისრაელის შესაბამის სამსახურებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 22 და დაშავდა 500-ზე მეტი ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა “ჰამასმა“ აიღო.

 

სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია და აუცილებლად გაიმარჯვებს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები