spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საგარეო უწყება – პოლონელი დეპუტატის განცხადებაზე სათანადო კომუნიკაცია დიპლომატიური არხებით განხორციელდება

თბილისი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონელი დეპუტატის მიხალ მარუსიკის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “კეთილი ნების ელჩების” მხარდაჭერის შესახებ განცხადების თაობაზე ინფორმაცია საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დაუყონებლივ მიაწოდა.

 

ამის შესახებ Front News-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროდეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადეს.

 

“არაღიარების პოლიტიკის თანმიდევრული განხორციელება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. საგარეო უწყება ინტენსიურად მუშაობს არაღიარების განმტკიცებისა და ამ მიმართულებით შესაძლო რისკების პრევენციის მიზნით, ასევე დაუყოვნებლივ ვრეაგირებთ ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს საოკუპაციო რეჟიმების რაიმე ფორმით ლეგიტიმაციას.

 

პოლონელი ევროპარლამენტარის ხსენებული პოსტის შესახებ ინფორმაცია ჩვენ დაუყოვნებლივ მივაწოდეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და დიპლომატიური არხების გზით განხორციელდება სათანადო კომუნიკაცია ამ საკითხზე.

 

ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირი, ევროპარლამენტი და ამ ორგანოში წარმოდგენილი დეპუტატები ერთხმად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

რაც შეეხება აფხაზეთის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენას, ძეგლების მდგომარეობის საკითხს ჩვენ გამუდმებით ვაყენებთ როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, ისე სხვა შესაბამის საერთაშრისო ფორმატებში, თუმცა ჯერჯერობით ვერ ხერხდება ძეგლების გადარჩენის მიზნით მისიების ადგილზე შესვლა რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წინააღმდეგობრივი პოზიციის გამო”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

ევროპარლამენტის დეპუტატი პოლონეთიდან მიხალ მარუსიკი გამოვიდა მოწოდებით, მხარი დაუჭირონ საქველმოქმედო მოძრაობას “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები”, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიაც შედის.

 

ამასთან, “კეთილი ნების ელჩების“ ინიციატივის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა კიდევ ერთმა ევროდეპუტატმა პოლონეთიდან იანუშ კორვინ-მიკემ. ის ე.წ. სამუშაო ჯგუფში იქნება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის “კეთილი ნების ელჩების“ მიერ ინიცირებულ ჰუმანიტარულ საკითხებზე იმუშავებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები