საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებული არიან ჩვენი პარტნიორები, – ასე პასუხობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კითხვას, რატომ არ შეუერთდა საქართველო „მაგნიტსკის სიის“ 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივებას.
“საქართველომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები. რაც შეეხება ზოგადად, ევროკავშირის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა ბოლო ერთ წელიწადში მკვეთრად – 50 პროცენტამდეა გაზრდილი“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ე.წ. მაგნიტსკის სიის მოქმედების ვადის სამი წლით გახანგრძლივებას.