spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საგარეო უწყება – საქართველოს საელჩო ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობს ტერაქტის შედეგად დაღუპულის გადმოსვენების შესაძლებლობაზე

საქართველოს საელჩო ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობს დაღუპული თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

საგარეო უწყება სამძიმარს უცხადებს ისრაელში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს, ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს.

“ისრაელში საქართველოს საელჩო ადასტურებს პირველ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას. საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც ბუნებრივია, მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას, ასევე მომხდარის გამო ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

1 ოქტომბერს თელ-ავივში, იაფას რაიონში ორმა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. სროლის დროს დაიჭრა საქართველოს მოქალაქე, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდარის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, რამდენიმე დაშავებულია. სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის შემსრულებელი ორი ტერორისტი განეიტრალებულია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები