spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საგარეო უწყება – შოკირებული ვართ ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმის გამო, მკაცრად ვგმობთ ყველანაირ ძალადობას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიუ ორლეანში მომხდარი შემთხვევის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, მწუხარებას გამოთქვამს.

“შოკირებული და დამწუხრებული ვართ ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმის გამო. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და სოლიდარობას ვუცხადებთ დაზარალებულებს, მათ ოჯახებსა და შეერთებული შტატების მოსახლეობას ამ რთულ დროს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ში, ნიუ ორლეანში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები