დღეს რამშტაინის მეათე შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა, მხარეებმა საჰაერო თავდაცვის გაძლიერების, საბრძოლო მასალის მიწოდების და სხვა საკითხები განიხილეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
“რამშტაინ-10” შთააგონებს ოპტიმიზმს: საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, საბრძოლო მასალები, წვრთნები და “ჯავშნიანი მუშტის“ ფორმირება“, – წერს მინისტრი.
რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ოსტინ ლოიდს ლიდერობისთვის და მეგობრებს კოალიციის მზადყოფნისთვის დადგნენ უკრაინის გვერდით ომში გამარჯვებამდე.