საიას განცხადებით, არჩევნების დღეს ისევ შეიმჩნევა კოორდინატორების მობილიზება საარჩევნო უბნებთან, რაც მანკიერი პრაქტიკაა.
“გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე და საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს გორსა და კასპში აკვირდება.
ვინაიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად ელექტრონულად ჩატარდება, საიას სადამკვირვებლო მისიის მიზანია, გამოავლინოს ის ხარვეზები, რომელმაც შესაძლოა არჩევნების გამართულად ჩატარებაზე იქონიოს გავლენა.
საგულისხმოა, რომ არჩევნების დღეს ისევ შეიმჩნევა კოორდინატორების მობილიზება საარჩევნო უბნებთან, რაც საიას პოზიციით, მანკიერი პრაქტიკაა”, – აღნიშნულია საიას განცხადებაში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FGYLA.ge%2Fposts%2Fpfbid02RBpAfXkc3FpTmjNsM9kqtyNFwwoWsbaWdt2D1DHwZL2SEahgakheLedy9ACYxUVVl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”729″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>