spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საია – თბილისის სააპელაციო სასამართლო საიას საჩივარს ამჯერადაც ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს

თბილისის სააპელაციო სასამართლო საიას საჩივარს ცესკოს შემაჯამებელი ოქმის/არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ამჯერადაც ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს, – ამის შესახებ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებაშია აღნიშნული.

“თბილისის სააპელაციო სასამართლო საიას საჩივარს ცესკოს შემაჯამებელი ოქმის/არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ამჯერადაც ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

საიას წარმომადგენელს ცოტა ხნის წინ ეცნობა, რომ სასამართლო, 12:00 საათზე განიხილავს საჩივარს მხარეთა დასწრების გარეშე. ამასთან დაკავშირებით საიამ დამატებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზეპირ სხდომაზე საქმის განხილვა, რადგან მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა განიხილოს ახალი შუამდგომლობებიც, რისთვისაც მხარეთა მოსაზრებების მოსმენაც მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მხარეთა შორის სადავოა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები. საჩივარი თავისი შინაარსის და სპეციფიკის გათვალისწინებით შეეხება კონსტიტუციური პრინციპების დარღვევას. ვინაიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებ ინსტანციას საარჩევნო დავების მიზნებიდან გამომდინარე  სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს, მნიშვნელოვანია, მხარეებს ზეპირ სხდომაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ. საია საჩივრით დამატებით ითხოვს სასამართლოს მიერ დროებითი განჩინების მიღებას, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს აეკრძალება არჩევნების შეჯამების შემდგომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია ახალი საპარლამენტო შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობასთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები