spot_img
spot_imgspot_img
spot_img

საიამ სახალხო დამცველს მიმართა, მზია ამაღლობელის მდგომარეობის მონიტორინგისთვის სპეციალური სამედიცინო ჯგუფის შექმნა უზრუნველყოს

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს მზია ამაღლობელის მონიტორინგისთვის სპეციალური სამედიცინო ჯგუფის შექმნის თხოვნით მიმართა.

“საიამ მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს, უზრუნველყოს სპეციალური სამედიცინო ჯგუფის შექმნა, რომელიც მონიტორინგს გაუწევს N5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში უკანონო პატიმრის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

2025 წლის 31 იანვარს მიღებული სამედიცინო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის აუცილებელი კვლევა და პროცედურა, რომელიც საჭიროა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვნად შესაფასებლად.

მიუხედავად იმისა, რომ 1 თებერვალს შესაბამის უწყებებს მივმართეთ აღნიშნული კვლევების უზრუნველსაყოფად, ამ დრომდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ჩვენს მოთხოვნას. ამასთან, მზია ამაღლობელი უკვე 22 დღეა, სრულ შიმშილობაზე იმყოფება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმების რისკს.

იმისათვის, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ გაკონტროლდეს, აუცილებელია ექიმთა სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომლის პირველადი შემადგენლობა უნდა დაკომპლექტდეს რეანიმატოლოგის, ენდოკრინოლოგის და მეტაბოლური დაავადებების სპეციალისტებით. საჭიროების შემთხვევაში, მათ უნდა შეუერთდნენ ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი და გასტროენტეროლოგი.

საია მოუწოდებს სახალხო დამცველს, უზრუნველყოს ამ ჯგუფის შექმნა, რათა დროულად იქნეს მიღებული საჭირო სამედიცინო ზომები. სახალხო დამცველს ასევე მიეწოდა იმ ექიმების სია, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ მონიტორინგის პროცესში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები