spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საჯარო რეესტრმა “ალტ ინფოს” პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” გააუქმა

საჯარო რეესტრმა “ალტ ინფოს” პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” გააუქმა.

 

გაუქმების წარმოების დაწყების საფუძველი ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა გახდა, რომელმაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 7 დეკემბრის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა მოსთხოვა.

 

“2021 წლის 6 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა კონსტანტინე მორგოშიას მიერ ხელმოწერილი ახალი წესდება. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წესდება ყრილობას უნდა დაემტკიცებინა. ამდენად, საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, განმცხადებელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის პარტიის წევრთა ყრილობის მიერ მიღებული წესდება უნდა წარედგინა, რაც არ მომხდარა.

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, საჯარო მმართველობის სფეროში კანონიერების პრინციპის დაცვის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ბათილად იქნეს ცნობილი მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრაციის შესახებ #P21000039/0-1 (07/12/2021) გადაწყვეტილება;

 

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე”, – განმარტავს რეესტრი.

 

რამდენიმე დღის წინ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ “ალტ ინფო” 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაციაში გაატარა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები