spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის “ბოლო ზარი” დაირეკა

დღეს, 20 მაისს, საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის “ბოლო ზარი” დაირეკა.

 

ონის მუნიციპალიტეტში გამართულ საზეიმო ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან მარიკა დვალთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლაში დაესწრო.

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპზე წარმატებები უსურვეს, ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს, იმ ამაგისა და დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც თითოეული ახალგაზრდის მიმართ იჩენენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები