spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საკანონმდებლო ცვლილებებით, 2024 წლის პირველი იანვრიდან ახალგაზრდობის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ემატება

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.

 

მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, იცვლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელწოდებები.

 

“კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალგაზრდობის კომპონენტის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველ რგოლში გადატანა. ახალგაზრდობის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადავა 2024 წლის 1 იანვრიდან და ჩამოყალიბდება განათლების , მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო და დარჩება კულტურისა და სპორტის სამინისტრო“, – განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

 

ამასთან, სსიპ – ახალგაზრდობის სააგენტოს მაკონტროლებელ ორგანოდ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განისაზღვრება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები