კიევი: უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს თხოვს, უზრუნველყონ კვალიფიციური ექიმებით და მედიკამენტებით უკრაინის პოლიტპატიმარი ვლადიმირ ბლუხი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.
მიმართვის წერილი დენისოვას Facebook გვერდზეა გამოქვეყნებული.
“მოგმართავთ თხოვნით, სასწრაფოდ შეუწყოთ ხელი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ექიმების ვიზიტს ვლადიმირ ბალუხთან, რათა გაეწიოს მას კვალიფიციური სამედიცინო დახმარება დამოუკიდებელი მედპერსორსონალისგან“, – განაცხადა დენისოვამ.
ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ პოლიტპატიმარმა მიიღო მრავლობითი დაზიანება ღვიძლის, ზურგის და თავის არეში, ასევე მას აწუხებს გული.
მიმდინარე წლის 14 სექტემბერს სიმფეროპოლის ციხის თანამშრომლები უკრაინელ პოლიტპატიმარს ვლადიმირ ბალუხს ფიზიკურად გაუსწორდნენ.