spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სახალხო დამცველის აპარატი გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას შეისწავლის

სახალხო დამცველის აპარატი გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას შეისწავლის, აპარატი არკვევს დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით.

 

“საქართველოს სახალხო დამცველი თვალყურს ადევნებს კეკელიძის N1-ში მიმდინარე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესს. გავრცელებული ინფორმაციით, სააღსრულებო პოლიციის მიერ გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა ძალა, მათ შორის, მოხდა საცხოვრებელი კორპუსის და სახლის კარის სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა. ასევე, იძულებითი გამოსახლების გასაპროტესტებლად შეკრებილი პირები ავრცელებენ ინფორმაციას საცხოვრებელში გაზის გამოყენების თაობაზე.

 

სახალხო დამცველის აპარატში ცხელი ხაზზე შემოსული განცხადების თანახმად, დაკავებულია შეკრების მონაწილე 7 პირი, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ მიიღეს დაზიანებებიც. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას. ასევე, აპარატი არკვევს დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

 

კეკელიძის ქუჩიდან დღეს ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებას ადგილზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროში აცხადებენ,  რომ ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, რა დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო ქონება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები