სახალხო დამცველის აპარატთან საპროტესტო აქცია იმართება.
შეკრებილი მოქალაქეები სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის ქმედებებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ლევან იოსელიანი არის რეჟიმის დამცველი და არა სახალხო დამცველი.
აქტივისტებს ადგილზე ბანერები აქვთ გაშლილი წარწერით – “რეჟიმის სახალხო დამცველი”, ასევე მიტანილი აქვთ აქციაზე ნაცემი მოქალაქეების სურათები. ისინი მოქალაქეების დაცვას მოითხოვენ ლევან იოსელიანისგან.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ჯგუფიც.