spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სახალხო დამცველობის კანდიდატების პირველი ხუთეული გამოვლინდა

ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი  ბურჯანაძე და სერგო მახარაძე – ეს არის სახალხო დამცველობის კანდიდატების პირველი ხუთეული, რომელიც ქულების დაჯამების შედეგად გამოვლინდა.

 

ჯგუფის წევრებმა კანდიდატები კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის, მაღალი რეპუტაციის,  სანდოობის, პროფესიონალიზმის, და ადამიანის უფლებების დაცვაში პრაქტიკული გამოცდილების ქონის კრიტერიუმებით შეაფასეს.   შეფასება გასაუბრების გარეშე დოკუმენტების საფუძველზე მოხდა. 
მომდევნო ეტაპი, პარლამენტის ფრაქციებისა  და პოლიტიკური  ჯგუფების მიერ კანდიდატების დასახელებაა, რომელთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები არ უნდა იყოს. 

 

“პერსონალურად ჩემთვის ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, ისეთი კრიტერიუმები, რომლითაც ჩვენ შეგვაფასეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია. ვფიქრობ, რომ ეს ჩემი საქმიანობის შეფასებაა საზოგადოების მხრიდან, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს გადამწყვეტი ეტაპი არ არის და ველოდებით მომავალი კვირის განმავლობაში რომელი პოლიტიკური ჯგუფები და კანდიდატები რომელ კანდიდატს წარადგენენ”, – განაცხადა სახალხო დამცველობის კანდიდატმა ანა აბაშიძემ. 

 

დეპუტატებმა კანდიდატები 21 ოქტომბრამდე უნდა დაასახელონ. 

 

სახალხო დამცველის არჩევისათვის 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები