spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სახდელების დაკისრება თბილისის მუნიციპალიტეტსა და სხვა მუნიციპალიტეტებში ერთნაირი მიდგომის საფუძველზე დარეგულირდება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანის განმარტებით, ცვლილების შედეგად კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სახდელების დაკისრება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით. ერთნაირი მიდგომის საფუძველზე დარეგულირდება, ცვლილება  ეხება დარღვევებს როგორც სანქციების, ასევე ზოგადად დარეგულირების ნაწილში.  

 

მომხსენებლის თქმით, სახდელების დაკისრების ერთნაირი მიდგომის საფუძველზე ყველა მუნიციპალიტეტი თანაბარ პირობებში ჩადგება, რაც მუნიციპალიტეტებში სოციალურ და ეკონომიკურ ფონს გააუმჯობესებს.

 

კომიტეტმა კენჭისყრით დაუჭირა მხარი კანონპროექტს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები