spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სახელმწიფო დეპარტამენტი – საქართველოს ერთიანობის საჭიროება არასოდეს ყოფილა უფრო აუცილებელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ვედანტ პატელის განცხადებით, საქართველოს გაერთიანების საჭიროება არასდროს ყოფილა უფრო აუცილებელი.

 

“ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, ისევე როგორც ქართველმა ხალხმა, რომ ქართველები საკუთარ მომავალს ხედავენ ევროპასთან და ევროკავშირთან ერთად და მათ გადაეცათ მკაფიო საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად.

 

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ყველა მხარეს, რომ გაერთიანდნენ და ერთად იმუშაონ ამ მიზნის მისაღწევად, განსაკუთრებით იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც საჭიროა კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. საქართველოს გაერთიანების საჭიროება არასოდეს ყოფილა უფრო აუცილებელი”, – აცხადებს პატელი. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები