თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა ლობირებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა განაცხადა.
კითხვაზე – რა შეიძლება იყოს საქართველოს სამთავრობო მედიებისა და ხელისუფლების მხრიდან აშშ-ის საელჩოსადმი ბრალდებების მიზეზი, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ რომელიმე მხარის განცხადებების “ფსიქოლოგიური შეფასებას” არ აპირებს.
“მე მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა ლობირებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ”, – განაცხადა ვედანტ პატელმა.